საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. იოსელიანის თქმით, სააკაშვილს დაუდასტურა, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, მათ შორის სამედიცინო კონსილიუმი, შენარჩუნებული იქნება და პროცესს არანაირი შეფერხება არ ექნება.
სახალხო დამცველი გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას.
ვინაიდან არ ვარ ექიმი და არ მაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, არ შევალ მისი სამედიცინო მდგომარეობის დეტალების განხილვაში, ეს სპეციალისტების საქმეა, - წერს იოსელიანი.