ტურნირი თხილამურებით სრიალში კურორტ გომარდულზე. შეჯიბრებაში შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სასკოლო ასაკის მოთხილამურეები მონაწილეობდნენ. 51 მონაწილეს შორის გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
ტურნირი შუახევის მერიის, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ბათუმის შოთა რუსთაველი სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
შეჯიბრება აგვისტოს ომში დაღუპული, შუახეველი გმირის, ამირან მამალაძის ხსოვნას მიეძღვნა.