300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ამოქმედდა

18 მარტი 2023, 12:09 521 ნახვა

დღეიდან რეფერენტული ფასი დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი უკვე 1 100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს. დაანონსებულია, რომ ფასდაკლებული მედიკამენტების სია კიდევ გაიზრდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან. რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა.

ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ.  ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი საშუალოდ, 40%-ით შემცირდება.

რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ეტაპობრივად სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც ამოქმედდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი