''ნაციონალური მოძრაობის'' მიერ 9 აპრილს დაანონსებულ აქციაზე აზრთა სხვადასხვაობაა პოლიტიკურ სპექტრში.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები აპირებენ აქციაში მონაწილეობას, კითხვის ნიშნები მაინც აქვთ აქციის თარიღთან დაკავშირებით.
მათი განცხადებით 9 აპრილი გამორჩეული და განსაკუთრებული თარიღია და ნაციონალურ მოძრაობას სურს საზოგადოების დამოკიდებულება ამ თარიღისადმი სათავისოდ გამოიყენოს.