რუსეთი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უსარგებლოდ მიიჩნევს. კრემლის პრესსპიკერი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ ცნობს.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ არ არის საჭირო იმის ახსნა, თუ სად არის ეს დოკუმენტი გამოსაყენებელი და ტუალეტის ქაღალდზე მიანიშნებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ამტკიცებს, რომ ქვეყნისთვის ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.