პენიტენციურ დაწესებულებებში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღება დაიწყო. მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღების პროცესი 17-21 მარტის ჩათვლით 09:00 -დან 18:00 საათამდე გაგრძელდება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.