მეწყრული პროცესი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში.სტიქიის გამო სამი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. დაზარალებულები მერიამ უსაფრთხო ადგილას დროებით ქირით გაიყვანა. გასულ წელს დამეწყრილ ტერიტორიაზე ნაპრალები გაჩნდა,რის გამოც იქ მცხოვრებლები დროებით გაასახლეს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალტერნატიული საცხოვრებელის არ ქონის გამო, ისინი სახლებს კვლავ დაუბრუნდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლქვაძეებს ეკომიგრანტის სტატუსი მიენიჭებათ და სპეციალურ პროგრამაში ჩაერთვებიან.