განათება, გზა და სტიქიის შედეგად დაზიანებული წისქვილი - სოფელ ძაბლავეთში მცხოვრებლებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრაზე მისულ ხელვაჩაურიის მერიის წარმომადგენლებს საკუთარი პრობლემები გააცნეს. ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომელთა მოგვარებასაც მათი თქმით, დიდი ხანია ითხოვენ, თუმცა სოფლის მხარდაჭრის პროგრამით ვერ წვდებიან. თანხა, რომელიც 36 ოჯახიან ძაბლავეთს უწევს, როგორც ამბობენ, მხოლოდ შიდა სასოფლო გზების ნაწილობრივ მოწესრიგების საშუალებას იძლევა. ამიტომ მოსახლეობა შეთანხმდა, რომ წელს გამოყოფილ 10 ათას ლარით ისევ ბეტონის საფარს დააგებენ.