ფულადი გზავნილები რუსეთიდან

16 მარტი 2023, 14:52 1380 ნახვა

თებერვალში რუსეთიდან საქართველოში  187   მლნ-ზე მეტი  დოლარის ფულადი  გზავნილი  გადმოირიცხა - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ფულადი გზავნილების სტატისტიკურ  მონაცემებს  საქართველოს  ეროვნული  ბანკი  ავრცელებს.  

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  რუსეთიდან  ფულადი გზავნილები   754  პროცენტიანიტაა გაზრდილი.   ამ  მონაცემებით,  კი  გზავნილების  სტატისტიკაში  რუსეთი  ისევ  პირველ  პოზიციაზეა.  

ეკონომისტების  განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთიდან  გაზრდილი გზავნილი  რუსეთ- უკრაინის ომს  და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ მიგრაციას უკავშირდება. ექსპერტების ნაწილი  არ გამორიცხავს,  რომ საქართველოს  რუსეთი    ფულის  გამტარად  იყენებს  და   რეალურად ამ  გზავნილების  მიზანი   სანქციებისთვის   გვერდის  ავლაა.  

ეროვნული ბანკის  მონაცემებით,  თებერვალში  საქართველომ  მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან  ჯამში  372  მილიონი დოლარი   მიიღო,  რაც  იანვართან  შედარებით  შემცირებული   მაჩვენებელია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში