რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 67კგ. წონით კატეგორიაში დიეგო ჩხიკვაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრაში დიეგო ჩხიკვაძემ თურქი მოჭიდავე მუსტაფა ილდირიმი 2:1 დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
დღესვე საბა მამალაძემ და გიორგი ჩხიკვაძემ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.