ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს ოთარ ბერძენიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.
დიპლომატი მანამდე კორეაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს კი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე.