პროკურატურამ ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

15 მარტი 2023, 11:25 606 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება უკვე წარუდგინა. ბრალი  სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც პასუხისმგებელი  იყო ე.წ. გასაბერი ბატუტის კონსტრუქციის მოწყობის, ექსპლუატაციის და უსაფრთხოების  წესების დაცვაზე,  არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, კერძოდ, ბატუტის მყარ ზედაპირზე არსებულ სამაგრებზე მიბმა,  ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დარღვევით განახორციელა.     

შეგახსენებთ, 11 მარტს, ძლიერი ქარის გამო ბულვარში ბატუტი გადაბრუნდა,  რომელზეც  ორი ბავშვი  იმყოფებოდა - მიღებული დაზიანებების გამო 9 წლის ბავშვი მომხდარიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა, მისი ძმა კი მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში გადაიყვანეს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში