კარგი სანახავი არ არის, მაგრამ განცალკევებული ინციდენტია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მიხაელ ზიბერტმა “ალტ-ინფოს” წარმომადგენლების მიერ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დღეებში ნახა ბევრი ვიდეო, სადაც ევროკავშირის დროშებს ისეთ მომენტში აფრიალებდნენ, რაც დიდ გამბედაობას მოითხოვდა.