პრემიერ-მინისტრი „როტშილდი და პარტნიორების“ ხელმძღვანელს შეხვდა

14 მარტი 2023, 18:08 590 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია როტშილდების მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს რეგიონალურ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით შერჩეული წარმომადგენლობისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა უნდა წარადგინოს. შეხვედრაზე განიხილეს, რა პრიორიტეტები და მიზნები  უნდა მოიცვას სამოქმედო გეგმამ და, ზოგადად, როგორი შეიძლება იყოს სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესი. აქვე ხაზი გაესვა ახალი უცხოელი ინვესტორებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში