კალიფორნიის შტატის პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე გამართულ „საზღვაო ქვეითთა თამაშებიდან“ დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი საქართველოში რვა ოქროს, ცხრა ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.
საზღვაო ქვეითთა თამაშები“ 26 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში თავდაცვის 10-კაციანი გუნდი სპორტის შვიდ სახეობაში ასპარეზობდა.
სამხედროებმა ნიჩბოსნობაში, ველორბოლასა და ბირთვის სროლაში ოქროს მედლები, ხოლო სროლაში, სირბილში, მჯდომარე ფრენბურთსა და მშვილდოსნობაში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.