ბრიფინგი „ქართული ოცნების“ ოფისში 

14 მარტი 2023, 12:04 563 ნახვა

,,გასული კვირის მოვლენების ანალიზმა  ქართულ ოცნებას  მისცა  ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფების გაშიფვრის შესაძლებლობა“ - თქვა ირაკლი კობახიძემ, რომლის განცხადების მთავარი სამიზნე ამჯერად  ფრანკლინის კლუბი გახდა.  

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ  პირდაპირ თქვა, რომ ფრანკლინის კლუბი უცხოური გავლენის აგენტია. მან არგუმენტად კონკრეტული სახელმძღვანელოები დაასახელა, რომლებშიც  მისი რწმუნებით, იმავე სცენარზეა საუბარი, როგორც თბილისში განვითარებული მოვლენების დროს, მაგალითად  ისეთი სიმბოლური აქტები მოიყვანა, როგორიცაა წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება და სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა.  თუმცა დღევანდელ ბრიფინგზე კობახიძეს მხოლოდ ფრანკლინის კლუბზე არ უსაუბრია,  მან ტოლობის ნიშანი დასვა ძალადობასა და ნაცმოძრაობას შორის. 

რაც შეეხება ე.წ-ულ რუსულ კანონს  აგენტების შესახებ,  ქართულ ოცნებაში თქვეს, რომ საკანონმდებლო ინიციატივამ ამოქმედების გარეშე  მოიტანა  შედეგი,  რომ  ნამდვილი აგენტების ლუსტრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი გახდა. 

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში