ბუქარესტში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირზე ფინალისტები ხუთ წონით კატეგორიაში – 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამებში გამოვლინდნენ.
დღეს კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლებისთვის ორი ქართველი – გიორგი შოთაძე და გიორგი ცოფურაშვილი იჭიდავებენ. შოთაძემ ფინალის საგზურისთვის თურქ ისმაილ ჩულფას 6:3 სძლია, ცოფურაშვილმა კი ნახევარფინალში სომეხი ალბერტ ვარდანიანი 6:0 დაამარცხა.
ხვიჩა ანანიძე მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეჟაშიდან გააგრძელებს.