ბადრი ესებუას სასამართლო

13 მარტი 2023, 14:28 572 ნახვა

ბადრი ესებუას სასამართლო პროცესზე სხვა მოწმეებთან ერთად ის პოლიციელიც დაიკითხა, რომელიც ბადრი ესებუას ძმის სახლის ჩხრეკაში და ასევე, თავად ბადრის ესებუას დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

გიორგი ქადარიას განმარტებით, დაკავებისას ბადრი ესებუამ მათთან საუბრისას აღიარა, რომ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ მიღებული თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა. მოწმის ეს განცხადება თავად ბრალდებულმა გააპროტესტა.

როგორც ესებუამ აღნიშნა, მოწმე იტყუება. გიორგი ქადარიას გამოკითხვის ბოლოს ბრალდებულმა ბადრი ესებუამ სიტყვა ითხოვა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში