საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ''დინამო'' ბათუმმა საკუთარ მოედანზე დაძაბულ შეხვედრაში ''სამტერდია'' 3-2 დაამარცხა. ანგარიში მე-20 წუთზე გვიშიანმა გახსნა და სტუმრები დააწინაურა.
ხუთ წუთში ბიძინაშვილმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე ნაჭყებიამ „სამტრედია“ წინ გაიყვანა. მაგრამ ჯოვინოს დარტყმის შემდეგ ბურთი ტეიდს მოხვდა და გოლიც რიკოშეტით გავიდა.
გამარჯვების გოლი კი მასპინძლებმა 79-ე წუთზე გაიტანეს, თავი კვლავ ჯოვინომ გამოიჩინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ოთხი ტურის შემდეგ ''დინამო'' ბათუმი 10 ქულით პირველ ადგილზეა.
რაც შეეხება ქობულეთის „შუქურას“, ზღვისპირული გუნდი „თელავს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.