ტოჩინოშინი იჩინოჯოსთან დამარცხდა

12 მარტი 2023, 17:20 552 ნახვა

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს პირველ საშეჯიბრო დღეს, ჯურიოს დივიზიონში ტოჩინოშინი იჩინოჯოს დაუპირისპირდა.

ქართველი და მონღოლი სუმოისტები აქამდე ბევრჯერ დაეჭიდნენ ერთმანეთს და ურთიერთშეხვედრებში ლევან გორგაძის უპირატესობა დიდია – 18 მოგება და 12 მარცხი. თუმცა, ამჯერად მონღოლმა სუმოისტმა იმძლავრა და ტოჩინოშინი დოჰიოდან იორიკირის ილეთით გადაიყვანა.

გაზაფხულის სუპერტურნირის მეორე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი შონანოუმი იქნება. ეს სპორტსმენები აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი