ბრიფინგი “ნაციონალურ მოძრაობაში”

12 მარტი 2023, 14:52 566 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურნენ. მათი თქმით მაკრონმა ''ქართულ ოცნებას'' ღიად მოუწოდა, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი. მათი თქმით მნიშვნელოვანია შესრულდეს საერთაშორისო პარტნიორების დათქმები და ეს იქნება 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებისთვის  წინგადადგმული ნაბიჯი.

ჩალაძის განცხადებით უკვე ერთი კვირაა ყოვნდება" პოლონელი ექიმების ვიზიტი საქართველოში, რომ შეამოწმონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ცნობისთვის ნაციონალური მოძრაობის წევრები ხვალ სტრასბურგში მიემგზავრებიან და ამ საკითხს იქ დღის წესრიგში დააყენებენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი