საკრებულოს სხდომა ქედაში

10 მარტი 2023, 18:22 783 ნახვა

საკრებულოს სხდომა გაიმართა ქედაში. სხდომაზე განხილული იქნა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი. როგორც ცნობილია ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩასატარებლად, გამოცხადებული ტენდერებიდან მიღებული იქნა ეკონომიები. შემოსავლები სხვა სამუშაოებისთვის გამოიყო, თანხები გადანაწილდა იმ ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფისთვის, ვინც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალდნენ, ასევე თანხები დაემატა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც. მიღებული ეკონომიები დაემატა ქედის სასპორტო სკოლისთვის, კულტურის სახლისა და ბაგა ბაღების გაერთიანებისთვის სამი ახალი ავტომანქანის შესყიდვის გეგმას. საკითხს დამსწრეთაგან ყველა წვერმა მხარი დაუჭირა. სხდომას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი