პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულების, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.
აღნიშნულის მიზეზი, ჯაფარიძისა და მოსიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. გადადება ჯაფარიძის და მოსიაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს. მათ წარადგინეს სამედიცინო დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და ბინაში მკურნალობას საჭიროებს, ნიკა მოსიაშვილი კი ტვინის შერყევით კლინიკაში მკურნალობს. ადვოკატების შუამდგომლობას შსს-ს წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ.
შემდეგი სასამართლო სხდომა 5 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება.