პარლამენტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო

10 მარტი 2023, 15:05 569 ნახვა

წყალგამყოფი კანონპროექტის ისტორიული კენჭისყრა.  ე.წ-ლი აგენტების შესახებ კანონპროექტი ჩააგდეს, თუმცა მმართველ  პარტიაში  დღესაც   უცვლელია  პათოსი,  რომ  კანონპროექტის არმიღებით საზოგადოებამ  "ხელიდან შანსი გაუშვა". 

საგანგებო  სხდომის ერთადერთი საკითხი კენჭისყრაზე განხილვის პროცედურების გარეშე დააყენეს. ამის ინიციატორი კი ახლა უკვე ჩაგდებული საკანონმდებლო ინიციატივის თანაავტორი გურამ მაჭარაშვილი იყო. 

ოპოზიცია ტაშით, ტრანსფარანტებითა და დროშებით,  სამახსოვრო ფოტოების გადაღებით  შეხვდა  შედეგს. მანამდე კი იყო  სამდღიანი საპროტესტო ტალღა, დარბეული აქციები წყლის ჭავლით,  რეზინის  ტყვიებითა და წიწაკის სპრეით. 

დაშავებული და დაკავებული მოქალაქეები,  ჟურნალისტები და ოპერატორები. 

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში