დიდაჭარაში შუახევჰესის კაშხალთან ჩამოწოლილი მეწყერი გაიწმინდა და რამდენიმე წუთის წინ საავტომობილო მოძრაობა აღდგა. მიწის მასა აქ გუშინ დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა და ცენტრალური მაგისტრალი სრულად ჩაკეტა.
მოქალაქეები მეორე დღეა სოფლების მიმართულებით ფეხით გადაადგილდებოდნენ, რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე არ არსებობს ალტერნატიული გზა და ეს არის ერთადერთი დამაკავშირებელი რამდენიმე თემსა და კურორტ გოდერძთან.