„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აქციის მონაწილეებმა, სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ არ უნდა გაჩერდნენ.
"ესენი აპირებენ ინდივიდუალურ ანგარიშსწორებას. ეს ჩვენ არც ერთ შეთხვევაში არ უნდა დავუშვათ. თქვენ ხართ გმირები და ახალგაზრდები. არ უნდა გავჩერდეთ. ხალხის დაჭერას აპირებენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სიტყვით გამოსვლისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მას მიკროფონი გამოართვა და უთხრა, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიტიკური განცხადებები არ სურთ.
„თქვენი ჯექსონობა მორჩა, ყველა პარტიიდან, დიდი ბოდიში. აღარ გელოდებით. ახლა ხელოვნებისა და სიყვარულის დროა“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მას შემდეგ, რაც აქცის მონაწილეებმა, ვაშაძის სიტყვით გამოსვლა გააპროტესტეს, მან ტერიტორია დატოვა.