საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში დღეს პირველად, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ოფიციალურად ჩავარდება.
ე.წ-ლი აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდება ვენეციის კომისიიდანაც უკან გამოწვევა სამდღიანი საპროტესტო აქციების საპასუხო ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან. ეს გადაწყვეტილება კი მოქალაქეებმა უკვე შეაფასეს, როგორც მათი პოლიტიკური, ისე მორალური გამარჯვება.
საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სხდომა წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს. მანამდე კი დეპუტატები ბიუროზე შეიკრიბნენ.