“ქალი ნობელიანტები ლიტერატურის დარგში“ - ამ სახელწოდებით გამოფენა გაიმართა ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში.
ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და ქალების ჩართულობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის საკითხებსაც შეეხო.
თავდაპირველად, ნობელის პრემიის ლაურეატი ქალების შესახებ ისაუბრეს, მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ლიტერატურის დარგში გამარჯვებული ნობელიანტების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ფოტო-გამოფენა და ვიდეო-პრეზენტაცია ენახა.
შეხვედრის მეორე ნაწილი კი დაეთმო გენდერული თანასწორობის საკითხებზე დისკუსიას.