საგანმანათლებლო პროექტი მუზეუმში

17 მაისი 2016, 00:00 4903 ნახვა

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში საგანმანათლებლო პროექტის კვირეული დაიწყო. პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვისაა გათვლილი. ბავშვები მუზეუმში არსებულ ექსპონანტებს გაეცნობიან. დღეს მტაცებელი ფრინველების შესახებ ისაუბრეს და ნამუშევრები გამოძერწეს. კვირეულის ბოლოს მუზეუმში აქცია გაიმართება სახელწოდებით "ღამე მუზეუმში". საგამოფენო სივრცე ღამის 1 საათამდე იმუშავებს და მსურველებს უფასოდ მოემსახუერება. ღონისძიებაზე მერიის კამერული კვარტეტი დაუკრავს და გაიმართება ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კოსტუმირებული პერფორმანსი.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში