ნებისმიერი მცდელობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს შეეცვალოს სახელწოდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და მთლიანობის ხელყოფის მცდელობას და მორიგ ნაბიჯს, გადადგმულს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემგომი ანექსიისაკენ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში 9 აპრილს დანიშნულ ე.წ. პლებისციტს ეხება. “მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას რომ წინ აღუდგნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას და ამ ე.წ. არჩევნებსა და პლებისციტის შედეგების ლეგიტიმაციის ნებისმიერ მცდელობას”, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.