სპეცრაზმი წყლის ჭავლის მანქანებით ჭიჭინაძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა - აქციაზე არიან დაშავებულები

08 მარტი 2023, 23:48 561 ნახვა

სპეცრაზმი წყლის ჭავლის ორ მანქანასთან ერთად ჭიჭინაძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა.

აქციის მონაწილეები ამ დროისთვის სწორედ რუსთაველის გამზირზე არიან განლაგებული, რადგან სპეცრაზმმა ისინი უკვე დაშალა პარლამენტის სხვა შესასვლელებთან.

ამასთან, ე.წ. რობოკოპები განლაგებულები არიან 9 აპრილის ქუჩაზე.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არიან დაშავებულები. 

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და ისინი დაშავებულებს უწევენ დახმარებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში