ნაციონალური მოძრაობა ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტის ადმინისტრადციის წინააღმდეგ. აჭარის რეგიონული ორგანიზაციის წევრი რეზო ხარაზი უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მისი თქმით, უნივერისტეტის ადმინისტრაციისგან ხელფასებზე, პრემია-დანამატებსა და მივლინებებზე გამოთხოვილი დეტალური ინფორმაცია ვერ მიიღო. ხარაზის განმარტებით, საჯარო ინფორმაცია სასწავლებლისგან გასული წლის დეკემბერში გამოითხოვეს, პასუხი კი ერთი თვის დაგვიანებით მიიღეს. ნაციონალური მოძრაობის წევრი ეჭვობს, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ინფომრციას შეგნებულად მალავას, ვინაიდან მივლინებაში რექტორის ყოფილი და ახლა უკვე აჭარის განათლების მინისტრიც დადიოდა, რასაც მისივე თქმით, კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. საპასუხო კომენტარს მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.