ადამიანებმა, რომელთაც არ მოსწონდათ პოლიტიკაში ყოფნისას ჩემი შეფასებები, მიუღებელი ფორმით გამოხატეს პროტესტი - ლევან იოსელიანი

08 მარტი 2023, 16:21 570 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტთან, გუშინდელ აქციაზე, მომხდარ ინციდენტს სამწუხაროს უწოდებს და მას სახალხო დამცველის თანამდებობაზე ამჟამინდელ საქმიანობას არ უკავშირებს. აღნიშნული განცხადება მან თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გააკეთა, სადაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულების მოსანახულებლად მივიდა.

მისივე განმარტებით, პარლამენტთან იყვნენ სხვადასხვა მოსაზრების ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონდათ პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში მისი პოლიტიკური შეფასებები და მის მიმართ მიუღებელი ფორმით გამოხატეს პროტესტი.

"ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ ამ ინციდენტს არ ვუკავშირებ ჩემს საქმიანობას. იქ იყვნენ განსხვავებული ადამიანები, განსხვავებული მოსაზრებებით, რომელთაც არ მოსწონდათ ჩემი პოლიტიკური შეფასებები, როცა პოლიტიკაში ვიყავი და ამის მიმართ გამოხატეს პროტესტი იმ ფორმით, რომელიც ყველასთვის მიუღებელია“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გუშინ პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი