ე.წ. აგენტების კანონის 66 მოწინააღმდეგე დაკავებულია - ეს არის ბოლო ოფიციალური ინფორმაცია. პოლიციამ რუსთაველის ქუჩაზე გამოსული მომიტინგეები წვრილმანი ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავა. მათ შორის არიან პოლიტიკოსებიც, დაკავებულთა ნაწილი ამბობს, რომ მათზე იძალადეს. დამატებითი საპოლიციო ძალები ღამით ცდილობდნენ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სრულად გაეთავისუფლებინათ მომიტინგეებისგან.
კადრებში ჩანს, თუ როგორ აკავებდა პოლიცია ძალის გამოყენებით მომიტინგეებს. დაკავაბულთა შორისაა ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომლის ადვოკატიც ამბობს, რომ იგი ნაცემია.
გუშინდელ ღამეს ჰყავს ათეულობით დაშავებულებიც, თუმცა დაუზუსტებელია მათი რაოდენობა. მოქალაქეებს დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ მიყენებული.