სახალხო დამცველის განცხადება

08 მარტი 2023, 10:29 516 ნახვა

საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებას საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს - ამის შესახებ ლევან იოსელიანი წერს.  მისი განცხადებით,  სახალხო დამცველის რწმუნებულები აგრძელებენ  აქციის მიმდინარეობაზე დაკვირვებას;  ასევე ხვდებიან დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის განყოფილებებში დაკავებულ მოქალაქეებს. 

ახლადდანიშნული სახალხო დამცველი გუშინ გვიან საღამოს აქციაზე მივიდა ვითარების გასაცნობად, თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილი მის გამოჩენას შეძახილებით შეხვდა, ლევან იოსელიანს კვერცხი ესროლეს და იგი ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი