თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია მოითხოვენ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაიწვიონ და გაათავისუფლონ დაკავებულები

08 მარტი 2023, 00:42 621 ნახვა

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ და მოითხოვენ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი გაიწვიონ - ამის შესახებ ერთობლივი პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 

მათივე თქმით,  გამართეს და "ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიწვიოს კანონპროექტი და ამასთან, გაათავისუფლოს აქციაზე დაკავებული მოქალაქეები.

"საქართველოს მოქალაქეებს დღეს ჩვენი ხელისუფლება უსასტიკესად გაუსწორდა, მათ ერადერთი მოთხოვნა ჰქონდათ, რომ ეს კანონი გაეწვიათ, მაგრამ რუსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლის გამო ადამიანებს ესროლეს ცრემლსადენი გაზი, დაუშინეს რეზინის ტყვიები და გამოიყენეს წყლის ჭავლი. ვნახეთ არაერთი დაშავებული ადამიანი, დარწმუნებულები ვართ, დაკავებულები ჰყავთ ადამიანები. მოვითხოვთ, გაიწვიონ ეს კანონი და გაათავისუფლონ დაკავებულები“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი