პარლამენტი "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას დღეს იწყებს

07 მარტი 2023, 15:54 716 ნახვა

პარლამენტი იწყებს "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტის განხილვას, რომელიც უცხოური გავლენის აგენტებს ეხება. 

კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათს, 9 მარტს იყო გადაწყვეტილი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ „თავდაცვის კოდექსის“ დღეს დაგეგმილი განხილვა გადაიდო, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტების განხილვა დღეს დაიწყონ და თუ პროცესი დღესვე ვერ დასრულდება, ხუთშაბათს გაგრძელდეს.

კანონპროექტის დღეს განხილვის წინააღმდეგი იყო სხდომათა დარბაზში მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლები, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ ინიციატივა დააკმაყოფილა.

როგორც ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა დღის წესრიგი და კანონპროექტების განხილვას დღეს აპირებს.

„გუშინ საჯარო განცხადება გააკეთა ფრაქციის თავმჯდომარემ, დღეს ბიურომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რუსული კანონის განხილვა მოხდებოდა ხუთშაბათს და ახლა, მალულად, ვირეშმაკულად გამოაცხადეს, რომ დღის წესრიგი შეიცვლება და ახლა, როცა ამას არავინ ელოდა, დაიწყება რუსული კანონის განხილვა პარლამენტში. სავსეა აქაურობა ძალოვნებით. სიმართლე, ხალხის რეალური ძალა არ დგას ამათ გვერდით და ასეთი ფანდებით აპირებენ ქვეყნის მეორედ გასაბჭოებას. გთხოვთ, ვინც დილით იყავით, დაბრუნდით და ვინც ახლა გვიყურებთ, მოგიწოდებთ, მოხვიდეთ საქართველოს პარლამენტთან“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი