დილიდან აქცია იმართება პარლამენტთან. მოქალაქეები მეორე დღეა "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.
ადგილზე მესამე სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.
ითხოვენ, პარლამენტმა უარი თქვას ამ კანონპროექტის განხილვაზე, რომელსაც დასავლური კურსიდან გადახვევის განაცხადად და სამოქალაქო საზოგადოების დევნის ინსტრუმენტად მიიჩნევენ.