ეუთო/ოდირი შეაფასებს "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
შესაბამისი წერილით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა და პარლამენტში ინიციირებული ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნის მომზადება სთხოვა.
დღეს კი ორგანიზაციამ ტვიტერის ოფიციალურ არხზე დაწერა, რომ საკითხის შესწავლა დაიწყო. ორგანიზაცია ხაზს უსვამს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების მნიშვნელობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.