ე.წ. აგენტების კანონპროექტების განხილვა ბიუროს სხდომაზე

07 მარტი 2023, 11:50 599 ნახვა

ხმაურის, ურთიერთბრალდებებისა და პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე  ჩატარდა დღეს ბიუროს სხდომა, რომელზეც  დაინიცირდა ე.წ-ლი აგენტების შესახებ, ,,ხალხის ძალის“  სადავო კანონპროექტები,  რომლებსაც  როგორც ხალხის, ისე კანონპროექტის  სამიზნე  სამოქალაქო სექტორისა და   მედიისა, ასევე საერთაშორისო და სტრატეგიული ქვეყნების მხრიდან  მწვავე რეაქციები მოჰყვა.   

მხარეებმა  ერთმანეთს  იარლიყები ,,მიაკერეს“  და წარსული გაახსენეს. ბიუროს სხდომა გუშინდელ საკომიტეტო მოსმენების მსგავსად გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე ჩატარდა.  ეს კი შალვა პაპუაშვილმა შემდეგი  მიზეზით ახსნა, რომ  ძალადობა "პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა". 

საბოლოოდ რამდენიმე დეპუტატი ოპოზიციიდან სხდომაზე მაინც არ შეუშვეს. კანონპროექტებს სავარაუდოდ პლენალურ სხდომაზე უკვე ზეგ პირველი მოსმენით გაიტანენ.  შემდეგი ეტაპი კი ვენეციის კომისიაა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი