ხმაური და დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე - რამდენიმე დეპუტატს დარბაზი დაატოვებინეს

06 მარტი 2023, 14:28 572 ნახვა

“პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება,“ „ეს არის პირველი რესპუბლიკის და არა ბოლშევიკური დარბაზი“, ეს არ არის კომიტეტის სხდომა, ეს არის სპეცოპერაცია”- მსგავსი შინაარსის განცხადებები კეთდებოდა დილიდან კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, ვინც სხდომათა დარბაზში დარჩა.

დეპუტატთა ნაწილი კი დარბაზის მიღმა აღმოჩნდა, ანრი ოხანაშვილის გადაწყვეტილებით, რომელსაც ოპონენტები რუსული საქმის კეთებაში ადანაშაულებენ.

ოპოზიციის თქმით, კომიტეტზე განსხვავებული აზრის მქონეებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არ ალაპარაკებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი