ხელვაჩაურის მერიაში დედის და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა დედებთან შეხვედრა გაიმართა.
ხელვაჩაურის მერმა მათ უშუალოდ მათთვის განკუთვნილი მუნიციპალური პროგრამები გააცნო.
მარტოხელა დედებს სადღესასწაულოდ ერთჯერადად ათას-ათასი ლარი გადაეცათ. ხელვაჩაურში 36 მარტოხელა დედაა რეგისტრირებული.