დღეს საქართველოს ქალთა ფუტსალის ზამთრის თასის ფინალი გაიმართება. სადებიუტო გათამაშების ტიტულისთვის ქალთა საფეხბურთო კლუბი "ბათუმი" და "დინამო" სოხუმი იბრძოლებს.
ფინალური შეხვედრა თბილისის ახალ სპორტის სასახლეში 14:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი "დინამო" სოხუმის ფეისბუქის გვერდზე გადაიცემა.