ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

05 მარტი 2023, 17:51 643 ნახვა

ვაკის პარკის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს გიგა გიგაშვილის სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე კი ბრალი წარდგენილი აქვს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს.

ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“.

პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზამ დააგინა, რომ თუ სამუშაოები შესრულდებოდა თავდაპირველი პროექტით და ტუმბოს ძრავის მკვებავი კაბელები არ განთავსდებოდა შადრევნის აუზში, უშუალოდ ძრავების მკვებავი კაბელიდან ელექტრო დენის გაჟონვა ვერ მოხდებოდა.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე და აღიარებენ თუ არა დაკავებულები ბრალს - უფრო მეტს თემის შესახებ მოგიყვებით მთავარში 20 საათზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი