ხულო-ადიგენის გზაზე მოძრაობა ამ დრომდე ჩაკეტილია. ჩამოწოლილი მეწყერის გაწმენდითი სამუშაოები ორი დღეა მიმდინარეობს, თუმცა ავტომანქანების მიმოსვლის აღდგენა ვერ ხერხდება.
ეს ერთადერთი გზაა, რომელიც კურორტ გოდერძის უკავშირდება. გაწმენდით სამუშაოებს დაუმორჩილებელი მძღოლებიც აფერხებენ.
კომპანიაში, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს, მძღოლებს მოუწოდებენ დაემორჩილონ შეზღუდვებს.
ხულო-გოდერძის მიმართულებით, კერძოდ კი სოფელ რიყეთთან, დღეს კიდევ ერთი მეწყერი განვითარდა.