ნიკა მელია განახლებული ენერგიით ბრძოლას აანონსებს

04 მარტი 2023, 11:21 418 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში დამარცხებული და ბოლო დროს პოლიტიკური მოვლენებიდან დისტანცირებული ნიკა მელია ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას ახალი ენერგიით და მოქმედებით აანონსებს.

ჯერ უცნობია, ყოფილი თავმჯდომარე ამას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად აპირებს თუ   ახალ პარტიას შექმნის, თუმცა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ერთიანობაზე საუბრობს.

„ბევრჯერ ყოფილა გაერთიანებისა და ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობა, ბევრჯერ მოვახერხეთ კიდევაც, ზოგჯერ - ვერა, მაგრამ ახლა დადგა მომენტი, როდესაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. მიუხედავად ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა, ვერცერთი შიდაპოლიტიკური და შიდაპარტიული პრობლემა, ვერ იქნება საქართველოს თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, განახლებული ენერგიით ვაპირებ მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისათვის“ - წერს ნიკა მელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი