პარლამენტთან აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს

04 მარტი 2023, 12:00 703 ნახვა

„უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ყველა პირი თავისუფალია. გუშინ 7 დაკავებულის სასამართლო პროცესი გაიმართა, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა დემონსტრაციის მონაწილე იმედა კლდიაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა. აქციის ექვსი მონაწილის პროცესი კი გადადო და 22 მარტს დანიშნა.

მოსამართლემ ვიდეომტკიცებულებების მოძიება მოითხოვა.  ის პოლიციელები, რომლებმაც აქციის მონაწილეები დააკავეს, სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ.

შსს-ს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ისინი მზად არიან სასამართლოს წინაშე ჩვენების მისაცემად. უცნობია, როდის ჩატარდება დანარჩენი 22 მონაწილის სასამართლო პროცესი.

აქციაზე პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სულ 36 ადამიანი დააკავა, მათ შორის ორი ჟურნალისტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი