ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე დაიწყო

02 მარტი 2023, 17:27 733 ნახვა

პოლიტიკური ეპიცენტრი ახლა საქართველოს პარლამენტია, სადაც უკვე რამდენიმე საათია დაძაბულობაა, იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. შეხლა-შემოხლა ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტის განხილვის დაწყებას მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ცდილობდნენ კანონპროექტის განხილვა არ დაწყებულიყო. სიტყვიერი და ფიზიკური შეხლა შემოხლა იყო როგორც პარლამენტიოს ფოიეში, ასევე ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში. სამი საათისთვის დაგეგმილი გაერთიანებული კომიტეტების სხდომა  ორი საათის დაგვიანებით მას შემდეგ დაიწყო, რაც მანდატურის სამსახურმა შეძლო სტრატეგია აღმაშენებლისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაყვანა. განხილვა ამ წუთებშიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში