ნანა ძაგნიძე მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინგის ათეულშია. ქართველმა მოჭადრაკემ ცოტა ხნის წინ მიუნხენში ბრწყინვალედ იასპარეზა გრან პრის მეორე ეტაპზე, 11 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ფიდე-ს მიერ განახლებულ კლასიფიკაციაში ძაგნიძემ 8 პუნქტი შეიმატა და 2525 ქულით მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.
საუკეთესო ოცეულში კიდევ ორი ქართველი მოჭადრაკე იმყოფება - მე-14-ე პოზიციაზეა ბელა ხოტენაშვილი, მე-16-ზე კი ნინო ბაციაშვილი.
ქალთა კლასიფიკაციის მოწინავე ათეულში 4 წარმომადგენელი ჰყავს ჩინეთს, 3 – რუსეთს, თითო კი – ინდოეთს, საქართველოსა და უკრაინას.