აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო „ტვიტერის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტს ეხმაურება.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ძირს გამოუთხრის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაა.